ქართული სუფთა ტუნგოს ზეთი

გთავაზობთ საქართველოში მიღებულ უმაღლესი ხარისხის ზეთს.

კომერციული “Tung Oil Finish”-ებისგან განსხვავებით, ჩვენი პროდუქტი არ შეიცავს ქიმიურ გამხსნელებს (Zero VOC), მძიმე ლითონებსა და სინთეტიკურ საშრობებს.

ის არის სრულიად ორგანული და ეკოლოგიურად უნაკლო.

უამრავი კმაყოფილი              მომხმარებელი

“ჩვენი მიზანია პოპულარიზება გავუკეთოთ საქართველოში ტუნგის ზეთს (ტუნგოს ზეთი), ჩვენ გთავაზობთ მომხმარებლის შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას”

მაქსიმალურად ბიუჯეტური ქართული რეალობისთვის

ჩვენი ფასები

0.5 ლიტრი სუფთა ტუნგის ზეთი
₾63

/ 0.5L

იდეალურია მცირე სადურგლო პროექტებისთვის, სამზარეულოს ინვენტარისთვის (საჭრელი დაფები) და მცირე ზომის ნაკეთობები

რა შედის?
1 ლიტრი სუფთა ტუნგის ზეთი
ყველაზე პოპულარული
₾115

1.0L

საუკეთესო არჩევანი ავეჯის, კარ-ფანჯრისა და საშუალო ზომის ხის ზედაპირების სრული რესტავრაციისა და ეკოლოგიური დაცვისთვის.

რა შედის
5 ლიტრი სუფთა ტუნგის ზეთი
₾515

5.0L

განკუთვნილია შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოებისთვის

რა შედის?
ტუნგოს ზეთი საქართველო

Tungo Oil Georgia

კაპილარული დაცვა

ის ღრმად აღწევს ხის მიკროფორებში და ქმნის შეუქცევად პოლიმერულ ქსელს, რომელიც არ სკდება და არ იქერცლება.

100% ეკოლოგიური

სრულიად მოკლებულია ქიმიურ გამხსნელებსა და ტოქსიკურ მძიმე ლითონებს (Zero VOC). სრული პოლიმერიზაციის შემდეგ უსაფრთხოა სურსათთან კონტაქტისთვის.

ექსტრემალური წყალგაუმტარობა

ქმნის მძლავრ ჰიდროფობურ ბარიერს. იცავს ხეს ნესტისგან, ობისა და მლაშე წყლისგანაც კი, ამავდროულად კი უნარჩუნებს ბუნებრივ აირგამტარობას (სუნთქვის უნარს).

Tungo Oil georgia -ტუნგის ზეთი საქართველო
• ჩვენი მიზანია ავაღორძინოთ საქართველოში ტუნგის მეურნეობა •გავხადოთ ბუნებრივი ზეთები პოპულარული, ჩავანაცვლოთ მომწამლავი სინთეთიკური ლაქები
0 %

Pure

მიღებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, არ შეიცავს სინთეთიკურ მინარევებს.

0 %

Zero VOC

არ შეიცავს ტოქსიკურ გამხსნელებსა და მძიმე ლითონებს. პოლიმერიზაციის შემდეგ უსაფრთხოა კვების პროდუქტებთან კონტაქტისთვის

0 %

ბედნიერი კლიენტები

ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხზე, სწორედ ამიტომ ფაქტობრივად არ გვყავს უკმაყოფილო კლიენტი

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა იცოდეთ აუცილებლად

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა იცოდეთ აუცილებლად

რამდენ კვადრატულ მეტრს ყოფნის 1L ტუნგის ზეთი?

ზუსტი პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან ტუნგოს ზეთი არ არის ზედაპირული აპკი — ის ღრმად შეიწოვება ხის სტრუქტურაში. საშუალოდ, 1 ლიტრი ზეთი ყოფნის 1-დან 6 კვ.მ-მდე ფართობს. ხარჯი მკაცრად არის დამოკიდებული სამ მთავარ ფაქტორზე:

• ხის ჯიში და ფოროვნება: რბილი და ფოროვანი ხე (მაგ. ფიჭვი, კედარი) ზეთს ღრუბელივით ისრუტავს და მეტს მოითხოვს, ვიდრე მკვრივი ჯიშები (მაგ. კაკალი ან მუხა). • მოხმარების გარემო (შიდა/გარე): ექსტერიერის პროექტები (მაგ. აივანი, იახტის გემბანი) მოითხოვს 8-10 ფენას მაქსიმალური ჰერმეტიზაციისთვის, მაშინ როცა ინტერიერის ავეჯს 2-4 ფენა ყოფნის. • ნაკეთობის დანიშნულება: საჭრელი დაფები და მაღალი ცვეთის მქონე ნივთები უფრო ღრმა გაჯერებას ითხოვს, ვიდრე დეკორატიული ნაკეთობები.

ტრადიციული ლაქებისგან განსხვავებით, ტუნგოს ზეთი უბრალოდ კი არ შრება (ორთქლდება), არამედ ჟანგბადთან შეერთებით განიცდის შეუქცევად ქიმიურ პოლიმერიზაციას და მყარდება ხის მიკროსტრუქტურაში. პროცესი იყოფა ორ ეტაპად:

• ფენებს შორის შუალედი (Dry Time): ნორმალურ ოთახის ტემპერატურაზე ახალი ფენის დასატანებლად საჭიროა 12-დან 24 საათამდე ლოდინი. • სრული პოლიმერიზაცია (Full Cure): ავეჯის ფრთხილი, მსუბუქი მოხმარება შეგიძლიათ 7-10 დღეში. თუმცა, აბსოლუტური წყალგაუმტარობის და ქიმიური ჯვარედინი ბმების სრულად ჩამოყალიბებისთვის ზეთს სჭირდება 15-დან 30 დღემდე.

⚠️ მთავარი წესი: ამ 30-დღიან კრიტიკულ პერიოდში მკაცრად მოერიდეთ ზედაპირზე სითხეების (წყალი, ალკოჰოლი) დაღვრას, მძიმე ნივთების დადებას და ზედაპირის ჰერმეტულად (მაგ. პოლიეთილენით) შეფუთვას, რადგან პოლიმერიზაციისთვის აუცილებელია ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება

დიახ,მაგრამ არა ყოველთვის, 100% ნატურალური ტუნგოს ზეთი შედარებით სქელია.

იმისათვის, რომ პირველმა ფენებმა ხის მიკროფორებში ღრმად შეაღწიოს და მძლავრი საძირკველი შექმნას, სავალდებულოა მისი განზავება (უმეტესად პროპორციით 50/50). დასკვნითი ფენები კი შეგიძლიათ სუფთა, 100% ზეთით დაიტანოთ.

გამხსნელის არჩევანი მკაცრად დამოკიდებულია ნაკეთობის დანიშნულებაზე:

• უსუნო მინერალური სპირტი (White Spirit): საუკეთესო, პრაქტიკული და ეკონომიური არჩევანია ავეჯის, კარ-ფანჯრისა და ექსტერიერისთვის, როდესაც ნაკეთობას არ აქვს პირდაპირი შეხება სურსათთან. •

ციტრუსის გამხსნელი (D-Limonene): 100%-ით ნატურალური ალტერნატივა. იდეალური და უალტერნატივოა საჭრელი დაფებისა (Butcher blocks) და ხის ჭურჭლისთვის, რათა შენარჩუნდეს აბსოლუტური Food-Safe სტანდარტი.

• ფიჭვის ტერპენტინი (Turpentine): უძველესი ტრადიციული გამხსნელი ექსტრემალურად მაღალი შეღწევადობით, თუმცა გამოირჩევა მძაფრი სპეციფიკური სუნით.

ფენებს შორის ლოდინის დრო (Dry Time) ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე მერყეობს 12-დან 24 საათამდე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ცივ ან ნესტიან კლიმატში ამ პროცესს შესაძლოა საგრძნობლად მეტი დრო დასჭირდეს.

💡 როგორ შევამოწმოთ მზაობა (პროფესიონალის ტესტი): გამოცდილი ოსტატები იყენებენ ზუმფარის ემპირიულ ტესტს. შეუმჩნეველ ადგილას მსუბუქად გადაუსვით წვრილი ზუმფარა: • თუ წარმოიქმნა წვრილი თეთრი მტვერი, ხე სრულად მზადაა შემდეგი ფენისთვის. • თუ ზუმფარა მომენტალურად გაიბიდნა და წარმოიქმნა წებოვანი, რეზინისებრი მასა, ეს ნიშნავს, რომ შრობა (ოქსიდაცია) ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ახალი ფენის დატანება მკაცრად დაუშვებელია.

იანკას (Janka Hardness Test) შკალა არის მერქნის სიმკვრივისა და სისალის განმსაზღვრელი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც აჩვენებს, რამდენად მჭიდრო ან ფოროვანია კონკრეტული ხის ჯიში.

ტუნგოს ზეთით დამუშავებისას იანკას ინდექსის ცოდნა გადამწყვეტია, რადგან ის განსაზღვრავს ზეთის კაპილარულ შეწოვადობას:

• რბილი ხის ჯიშები (ფიჭვი, კედარი, ცაცხვი): ხასიათდებიან ფართო, ღია ფორებით. ისინი ზეთს ღრუბელივით ექსტრემალურად სწრაფად ისრუტავენ და უფრო მეტ მოცულობას ითხოვენ. • მყარი და ეგზოტიკური ჯიშები (მუხა, კაკალი, ნეკერჩხალი, ტიკი, იპე): აქვთ მაღალი იანკას მაჩვენებელი (1500-დან 3500-მდე) და ძალიან მჭიდრო სტრუქტურა. ასეთ ხეზე ზეთის ღრმად შესაღწევად აუცილებელია პირველი ფენების 50/50-ზე განზავება და ზედაპირის ზედმეტად გადაპრიალებისგან (Burnishing) თავის არიდება, რათა მიკროფორები არ დაიხუროს

დიახ, ტუნგოს ზეთი ისტორიულად ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე გამძლე საშუალებაა ექსტერიერისთვის, ხის ფასადებისთვის, ტერასებისა და გემბანებისთვისაც კი.

ტრადიციული ლაქებისა და საღებავებისგან განსხვავებით, მას რამდენიმე გადამწყვეტი უპირატესობა აქვს:

• არ სკდება და არ იქერცლება: მზის სიცხესა და ზამთრის ყინვაში ხე ბუნებრივად ფართოვდება და იკუმშება. ჩვეულებრივი პოლიურეთანი ამ დროს სკდება და წყალს ატარებს, ტუნგოს ზეთის პოლიმერული ბადე კი ელასტიურია და მიკროსკოპულად მოძრაობს ხესთან ერთად. • სრული ჰერმეტიზაცია და UV დაცვა: იცავს ხეს წვიმის, თოვლის, ობის, მლაშე ჰაერისა და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. • ფენების რაოდენობა: გარე ფასადისა და ექსტერიერის ექსტრემალური პირობებისთვის რეკომენდებულია 6-დან 8-10-მდე ძალიან თხელი ფენის დატანება (საწყისი ფენები განზავებული, ფინალური — სუფთა ზეთით). • მარტივი განახლება: თუ წლების შემდეგ ზედაპირმა ბზინვარება დაკარგა, მთლიანი ფასადის გადახეხვა და ძველი საფარის გახეხვა საჭირო აღარ არის — საკმარისია მხოლოდ მტვრისგან გაწმენდა და ერთი თხელი ფენის გადასმა.